საქართველოში წამლის ხარისხის სერტიფიცირების ლაბორატორია იხსნება

საქართველოში მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა დაიწყო.

2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. 

GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს 15-მა დაწესებულებამ უკვე მიმართა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლაბორატორიისთვის შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.