საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ჩატარდება

29 აპრილს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) პატრონაჟით, პირველად საქართველოსა და რეგიონში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება. მას 300-მდე ადგილობრივი და საერთააშორისო დელეგატი დეასწრება. ღონისძიებაზე უძრავი ქონების საუკეთესო დეველოპერული პროექტები 13 ნომინაციაში გამოვლინდება, გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში. 

ღონისძიების ერთობლივად ორგანიზების და პარტნიორობის თაობაზე, Property Georgia-მ FIABCI-Georgia-მ და ExpoGeorgia-მ,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დრეს გააფორმეს. 

უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილი სამი მთავარი გამოფენისა და დაჯილდოების პარალელურად, გაიმართება თემატური პრეზენტაციები, სემინარები და საგანმანათლებო მასტერკლასები, ასევე საინვესტიციო ტურები.