სახელმწიფო რწმუნებულებმა საწვავზე 454,428 ლარი დახარჯეს

სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუწყება. ორგანიზაციის კვლევით, შარშან თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი, 9 868 ლიტრი, გურიის იმდროინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა. მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82,660 ლარი შეადგინა.

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245,413 ლიტრი საწვავი (245.4 ტონა) გახარჯეს. გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება 454,428 ლარის შეადგენდა.