საქონლით ვაჭრობის ინდექსი ისტორიულ მინიმუმზეა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ინფორმაციით, საქონლით ვაჭრობის ინდექსი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

ორგანიზაცია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მაჩვენებლის კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებს.

WTO-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქონლით ვაჭრობის ინდექსები 13-32%-ის ფარგლებში შემცირდება. კლების მასშტაბი დამოკიდებულია, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და რამდენად ეფექტურად მოახერხებენ ქვეყნების ეკონომიკები თავდაცვას.

ცნობისთვის, ვაჭრობის ინდექსები პანდემიამდეც იყო შემცირებული შშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის გამო.

ამა წლის თებერვლში საქონლით ვაჭრობის ინდექსები 95.5 ნიშნულიდან 87.6 ნიშნულამდე დაეცა, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.