საქსტატმა SDG-ს ახალი ინდიკატორები გამოაქვეყნა

საქსტატმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) 2 ახალი ინდიკატორი გამოაქვეყნა.

Report.ge საქსტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"- SDG 2.3.1 - სასოფლო მეურნეობების წარმოების მოცულობა შრომის დანახარჯის ერთეულზე, მეურნეობის ზომის და მეურნის სქესის მიხედვით;

- SDG 2.3.2 სასოფლო მეურნეობების საშუალო წლიური მოგება მეურნეობის ზომის და მეურნის სქესის მიხედვით.

აღნიშნული ინდიკატორების წარმოება განსაზღვრული იყო საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიით.

გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია. ინდიკატორები გამოქვეყნდება სამ წელიწადში ერთხელ", - აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.