სამეგრელოში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი ამოიღეს.

ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში: მიქავაში, სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში.