სამიქაო-მაიდნის გზის რეაბილიტაცია 1 222 000 ლარით ფინანსდება

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური მიმოსვლის გზა მაიდნის მოსახლეობას აკავშირებს, ერთი მხრივ, მარტვილის მუნიციპალიტეტთან და მეორე მხრივ, აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრთან. ამ გზით ისარგებლებს სოფელ სამიქაოს, გეზათისა და გულუხეთის მოსახლეობა.

დეპარტამენტის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს 4000-მდე მოქალაქე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 222 000 ლარით ფინანსდება. 

სამუშაო, რომელსაც „ინდიკო“ ასრულებს, რამდენიმე დღეში დასრულდება.