სამხრეთ კავკასიაში წელს 2.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ

მსოფლიო ბანკის ექსპერტების პროგნოზების თანახმად, სამხრეთ კავკასიაში, 2021 წელს, ადგილი ექნება მხოლოდ 2.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას. რეგიონში, 2021 წელს ყველაზე შემცირებული ეკონომიკით შეხვდა სომხეთი (- 8.0 %), შემდეგ საქართველო (- 6.0 %), და აზერბაიჯანი (- 5.0 %). მაგრამ 2021 წელს ყველაზე მეტად ეკონომიკა გაიზრდება საქართველოში (4.0 %), შემდეგ სომხეთში (3.1) და ბოლოს - აზერბაიჯანში (1.9 %).

2022 წელს კი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდ ეკონომიკურ ზრდას, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოსთვის პროგნოზირებენ.