სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სპეცრეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. 

თბილისი - ბერლინი - თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია “MyWay Airlines”-ი 25 ივლისს შეასრულებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ივლისში დაგეგმილი ფრენების გრაფიკი: