სამშენებლო კომპანიებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით ფორუმი იმართება

12 ნოემბერს 11:00 საათზე, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით ფორუმი გაიმართება თემაზე „მწვანე ნაგებობები: საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხა სექტორთა თანამშრომლობის მნიშვნელობა“.

რეგისტრაცია სრულდება დღეს,10 ნოემბერს.

ფორუმზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს http://bit.ly/SustainableConstructionForum

"დღევანდელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და უფრო თანამედროვე, მწვანე მიდგომებზე გადასვლა," - განმარტავენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.