Samsung 40 ათას ახალ თანამშრომელს დაიქირავებს

კომპანია Samsung მომავალ სამ წელიწადში  40 ათას ახალ თანამშრომელს დაიქირავებს.

Samsung Electronics-მა გადაწვიტა, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში  ოპერაციების ისეთი სფეროები გააფართოვოს, როგორიცაა ბიოფარმაცევტული საშუალებები, ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები და რობოტები.

კომპანია მზადაა 205 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ამ პროგრამაში და  40 000 ადამიანი დაასაქმოს.

პროგრამისთვის გამოყოფილი $ 205 მილიარდიდან, $ 153.5 მილიარდი იქნება ინვესტიცია სამხრეთ კორეაში.