საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანაში გზა იგება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. 

ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. 

პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.