საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა

3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. 

ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს.

საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს სტატისტიკურ შედეგებს.