საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება - VIDEO

საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ამჟამად საპენსიო დანაზოგები განთავსებულია მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე, რაც იმას ნიშნავს რომ მას ვადიანობა არ აქვს.

,,ეს არის ყველაზე დაბალი სარგებელი რაც შეიძლება რომ თქვენ ბანკში მიიღოთ და ეს არის 8 მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაახლოებით, რვა პროცენტამდე. როდესაც ჩვენ განვათავსებთ დეპოზიტის სერტიფიკატებში და ვადიან ანგარიშებზე იქ სარგებელი იქნება დაახლეობით 11-12 პროცენტი, ასე ველოდებით." საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტებით, ყველა პორტფელში მოიაზრება რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 პროცენტის ფარგლებში - აცხადებს ლევან სურგულაძე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა კომიტეტის წევრებს საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემები გააცნო. ლევან სურგულაძის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სქემას 900,688 უნიკალური მონაწილე ჰყავს. ფონდის ღირებულება კი ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია, ამას ემატება დარიცხული სარგებელი რომელიც 8,620,849 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდში 58,292 კომპანიაა ჩართული. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10,4113-ია.