საპენსიო ფონდის მოცულობა 1.51 მილიარდ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს.

საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. 

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს.