საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვინაობა მომავალ კვირას გაირკვევა

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის ვინაობა, მომავალ კვირაში გაირკვევა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, კატერინე მიქაბაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე შედიან.

საინვესტიციო ბორდის მიერ წარმოდგენილია კანდიდატურა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს ბორდმა და დაამტკიცოს. ჩატარდა კონკურსი და მიდინარეობს კანდიდატებზე ინფორმაციის გადარჩევა. ალბათ უახლოეს მომავალში ამ კონკურსის შედეგიც ცნობილი იქნება. მე ვვარაუდობ, რომ ამ კვირაში ან შემდეგ კვირაში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. შერჩეული კანდიდატი ამ პოსტზე 10 00-15 000 ლარის სახელფასო სარგოს სანაცვლოდ 5 წლის ვადით იმუშავებს. 

საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობა ოფიციალურად 16 იანვარს დატოვა.