საპენსიო სააგენტოს დირექტორობაზე პრეტენზია 120 ადამიანს აქვს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა.  განცხადებების მიღების ვადა 31 იანვარს ამოიწურა.

პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია.

საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდე ექნება.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება.

ამჟამად საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. 

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შედეგ გახდა, რაც სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ, თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.