საყვარელ ფრაზებზე აწყობილი ბიზნესი

მოქარგული“, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, საკუთარ ბიზნესს მომხმარებლის საყვარელ ფრაზებსა და გამონათქვამებზე აწყობს. როგორც Report.ge-ს „მოქარგულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ასათიანი უყვება, ბიზნესი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები სჩუქოს სხვებს, ან საკუთარ თავს.

"მე და ჩემს მეგობარ მარი ნოზაძეს სულ გვინდოდა რაღაც ისეთის გაკეთება, რომ ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, მარტივად, ერთი ზარით ან ესემესით ესარგებლათ მომსახურებით, რაც შეეხება პროდუქტს, უნდა ყოფილიყო კონკრეტულად, ერთი ადამიანისთვის შექმნილი, ორიგინალური. ერთ-ერთი სადილობის შემდეგ ავდექით და აი, ასე მარტივად შევიძინეთ საქარგავი მანქანა, შევისწავლეთ, შევკერეთ სხვადასხვა პროდუქტი და დავიწყეთ პერსონალიზებული ნივთების შექმნა," -აგვიხსნა მეწარმემ.

დამწყებ ბიზნესმენებს საკუტარი კომპანიის სახელად ქართული სიტყვის შეჩევა საგანგებოდ სურდათ.

"აუცილებლად ქართული გვინდოდა, თბილი და ლამაზი. სიტყვა „ქარგვიდან“ და საქმიანობიდან გამომდინარე, სახელი ჩვენს მეგობარ ნინი ჩიქოვანთან ერთად შევარჩიეთ. სიტყვა „მოქარგული“ გაჟღერდა და უბრალოდ კი არ მოგვეწონა, შეგვიყვარდა და ბევრი აღარც გვიფიქრია," - გვითხრა ასათიანმა.

ამჟამად, კომპანია „მოქარგულში“ მხოლოდ ორნი მუშაობენ, ქარგავენ, ფუთავენ და ადგილზე მიტანის სერვისიც აქვთ. ქმნის სახლის დეკორს, თეთრეულს, ცხვირსახოცს, წინსაფარს, ტანისამოსს, მოკლედ, ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს მოქარგული და პერსონალიზებული. პროდუქციის ფასი 25 ლარიდან იწყება.

"შეკვეთა ხდება ჩვენს ფეისბუკგვერდზე, მომხმარებელი გვწერს ასაკს, სქესს, იმ ადამიანის ინტერესს, ვისთვისაც სურთ საჩუქრის შეძენა და ერთობლივად ვარჩევთ სასურველ ფრაზას, ფიგურას თუ ნებისმიერ შესაფერის ნაქარგს. შეკვეთიდან რამდენიმე საათში, პროდუქტი მზად არის. ვმუშაობთ 24/7-ზე," - გვითხრა ნინო ასათიანმა.

რაც შეეხევა სამომავლო გეგმებს, კომპაბნია 2020 წელს სახელოსნო-სამკერვალოს შექმნას გეგმავს.