სასტუმროების შემოსავლები კლებადია

16 სექტემბრის პროგნოზებთან შედარებით, ლარში 10%- ით არის გაუარესებული სასტუმროების RevPAR-ის 2021 წლის პროგნოზი.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმეტის მიხედვით, 5%-ით არის შემცირებული დეველოპმენტის სექტორის 2021 პროგნოზები ლარში, რაც მეტწილად ბათუმის გაყიდვების ნეგატიურმა დინამიკამ და მოლოდინებმა გამოიწვია.

სხვა სექტორებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

RevPAR-ი არის შემოსავალი სასტუმროს ოთახის მიხედვით. ისაა მეტრი, რომლითაც ითვლება სასტუმრო ინდუსტრიაში ფინანსური სტაბილურობის კოეფიციენტის დასადგენად. მას ანგარიშობენ საშუალო ოთახის ყოველდღიური განაკვეთის (ADR) მიხედვითა და დატვირთვის მაჩვენებლის მიხედვით.