საქართველოს ელჩი ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს სიგიტას ლეონავიჩიუს და პალატის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო. 

ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნეს კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.