სემეკმა უნივერსალური მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა.

ამის შესახებ report.ge-ს სემეკიან აცნობეს. მათივე განმარტებით,  მეთოდოლოგიის მიზანია, მომხმარებლების დაცვა ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება.

მეთოდოლოგიის მიხედვით, მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, კომისია დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.