სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი აშენდება

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აქ ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტი და სერვისი გააერთიანდება.ესენია: სატრენინგო სივრცე; საერთო სამუშაო სივრცე; შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე; ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).

ახლა ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბეგი-ჯორჯია’’განახორციელებს.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.