სეს-მა უვარგისი პროდუქტი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გარდაბანში დიდი ოდენობით მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი გამოავლინა. მათ შორისაა ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები და ა.შ. 

მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“  საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქცას  თბილისში "ისთ ფოინთის" მიმდებარედ ყიდდა. საცალო სასურსათო მაღაზია „ალიბაბა“ თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა, სადაც ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ-ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება.