სესხები 600 000-მდე მსესხებელს გადაუვადდა

სახელმწიფოს დახმარებით ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

„იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა.

პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას,
რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:

ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეების
სხვადასხვა კატეგორიებისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისე
თვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. კერძოდ: