სესხებზე პროცენტი გაიზარდა

2020 წლის აპრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. 

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მარტთან შედარებით, ლარში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი 1.8 პროცენტული პუნქტით 21.9%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი კი 1.3 პროცენტული პუნქტით, 6.1%-მდე გაიზარდა. 

კიდევ უფრო მაღალია ცვლილება წლიურ ჭრილში, რადგან წინა წელტან შედარებით წელს აპრილში ლარის სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 17.4% იყო, შესაბამისად, საკრედიტო რესურსის გაძვირდა 4.5 პროცენტით, ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთები კი, პირიქით, შემცირდა  0.8 პროცენტული პუნქტით.

იურიდიული პირების ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი აპრილში 12.1% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში განაკვეთმა კი, 6.9% შეადგინა, რაც წინა თვის იდენტური მაჩვენებელია.