შაქრის საერთაშორისო ფასი გაზრდილია

2020 წლის დეკემბერში შაქარი მცირედით გაიაფდა. ამის შესახებ აღნიშნულია FAO-ს ფასების ინდექსში, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს,-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 

2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე.

რაც შეეხება, შაქრის ადგილობრივ ფასს, 2020 წლის დეკემბერში, წლიურ ჭრილში, საქართველოში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8.0 პროცენტითაა გაძვირებული.