,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში 155 ახალი საწარმო გაიხსნა

,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" აგრარული სექტორის მხარდამჭერ პროექტებს აგრძელებს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა ,,შეღავათიანი აგროკრედიტია", რომლის ფარგლებში  2,2 მლნ ლარზე მეტი გაიცა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ პროექტის განხორციელებით მეწარმეებისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდა და ასობით ახალი საწარმოს გახსნას შეეწყო ხელი.

,,2013-2019 წლებში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები, ამ პროცესში 12 ბანკი და 3 სალიზინგო ორგანიზაცია მონაწილეობა. ამავე დროს სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს", - აცხადებენ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  გაიცა 2,207,907,390 ლარის ღირებულების 39,271 სესხი. სააგენტოს თანადაფინანსებამ  305,780,198 ლარი შეადგინა. 

მარტო 2019 წლის განმავლობაში გაიცა 357,026,176 ლარის ღირებულების 5,118 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 60,641,437 ლარი შეადგინა. 

ჯამში, გაიხსნა 212 ახალი საწარმო, საიდანაც  155 - შეღავათიანი აგროკრედიტის, 9 - აწარმოე საქართველოს, 48 - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროეტის ფარგლებშივე, 940 საწარმო გაფართოვდა.