შიდააეროპორტები გაზრდილ მგზავრთნაკადს მოემსახურნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებზე მოთხოვნა გაზრდილია.

მესტია, გასული წლის დაჯამებული მონაცემებით, 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 767 მგზავრით, შესაბამისად 25.77 პროცენტით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 384 მგზავრით მესტია (24%), ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65 პროცენტით (159 რეისით) იკლო.