შუახევს მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება

შუახევს მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაღალმთიანი აჭარის სოფლებში დიდთოვლობაა, რის გამოც ენერგომომარაგება შეზღუდულია. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დაბას და მიმდებარე სოფლებს.

„დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“- აცხადებენ კომპანიაში.