შვიდ დღეში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაორმაგდა

კვლევითმა ცენტრმა "თიბისი რისერჩმა" კვირის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ჯამური ფულადი შემოდინებების 7 დღის საშუალო ზრდამ წ/წ -0.5% შეადგინა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან & დიდი ბრიტანეთიდან ორმაგ ნიშნულზეა და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში.

აზერბაიჯანიდან შემოდინებები გაორმაგდა (წ/წ) კვირის განმავლობაში, ხოლო რუსეთიდან და დანარჩენი დსთ-ის ქვეყნებიდან უარყოფითი ზრდის ტრენდი შემცირებულია.

5 ივნისის მდგომარეობით, შემოდინებებმა უკრაინიდან, სომხეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან (თურქეთის ჩათვლით) დადებით ზრდის ტრენდს მიაღწია.