"სკაიაპ ეარლაინსი" ხარკოვი-თბილისი მიმართულებით ოპერირებას იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი” [SkyUp Airlines”], რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსს” რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.