სლოვაკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სლოვაკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 53 წლის პაციენტი ბრატისლავას საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა.

"53 წლის მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ის საზღვარგარეთ არ არის ნამყოფი, ამიტომ, როგორც ჩანს, ვიღაცა სხვა ადამიანისგან დაინფიცირდა, რომელის უცხოეთიდან დაბრუნდა", - განაცხადა პრემიერმა.