სმარტფონები გაძვირდება

ტაივანის ჩიპსეტების მწარმოებელი MediaTek  ზოგიერთი სმარტფონის ჩიპზე ფასებს გაზრდის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TelecomTalk საანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჩიპებზე ფასი დაახლოებით 15%-ით გაიზრდება, რაც სმარტფონების ღირებულების მატებას გამოიწვევს.

კომპანია ფასების გაზრდას სხვა მსხვილი ჩიპების მწარმოებლების შესაბამისად გეგმავს.  პირველ რიგში MediaTek 4G მოდემით პროცესორები ჩაშენებული გაძვირდება, მათი ღირებულება  15%-ით გაიზრდება, ხოლო 5G-იანი მოდელების ფასი - 5%-ით.

ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი TSMC ქარხნის მთლიანი წარმოების ღირებულების ზრდაა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPhone 13-ის წარმოება შემცირდება. Bloomberg-ის თანახმად, Apple 2021 წელს 10 მილიონით ნაკლებ iPhone 13-ს გამოუშვებს, ვიდრე  დაგეგმილი იყო. წარმოების შემცირების მიზეზი ჩიპების მუდმივი დეფიციტია.