SOCAR New Energy უკრაინულ კომპანიებთან ხანგრძლივ კონტრაქტს აფორმებს

SOCAR New Energy-მა, რომელიც უკრაინაში "როსნეფტის"  მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელია, თხევადი გაზის უკრაინულ მოვაჭრეებთან  ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

საერთო ჯამში, SOCAR New Energy უკრაინისათვის თვეში 37,000 ტონა LPG- ის მიწოდებას აპირებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უკრაინელ კონტრაქტორებს შორისაა ОККО, WOG, «Автотранс», «Надежда», SOCAR Ukraine, «Еврогазгрупп», «БРСМ-Нафта» и КЛО.

ხელშეკრულებები  2021 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.