SOCAR Polymer-ი სამედიცინო ნიღბებისთვის 2 ათას ტონამდე ნედლეულს გამოუშვებს

მიმდინარე წლის მაისში, „სოკარ პოლიმერის“ პოლიპროპილენის ქარხანაში, რომელიც მდებარეობს სუმგატის ქიმიურ ინდუსტრიულ პარკში, აწარმოა 611 ტონა HB 2 662 FS პოლიპროპილენი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო ნიღბების დასამზადებლად.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო report.az-ი იუწყება.

SOCAR- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აგვისტოში კომპანია მინიმუმ 1,500-2,000 ტონა პოლიპროპილენს აწარმოებს. წარმოების ზუსტი მოცულობა კი ბაზრის კვლევის შემდეგ განისაზღვრება.

ცნობისთვის პროპილენის ჰომოპოლური კლასის HB 2662 FS– ის პირველი საპილოტე წარმოება SOCAR Polymer-მა მაისში განახორციელა.

პოლიპროპილენი წამყვანი ნედლეულია დამცავი სამედიცინო ნიღბების წარმოებისთვის.

ჰომოპოლმერები გამოიყენება დამცავი ნიღბების, რესპირატორების, ერთჯერადი სამედიცინო ტანსაცმლის, საფენების, ქსოვილების ავეჯისა და სამშენებლო მიზნებისათვის, აგრეთვე გეოტექსტილების წარმოებაში.