"სოკარი" ტაქსებს სპეცპაკეტს სთავაზობს

"სოკარმა" "გრინვეისთან" და "ამბოლთან" ერთად, ლიცენზირებული ტაქსებისთვის სასაჩუქრე პაკეტი CarBox შეადგინა, რომლის აღებაც თბილისში მდებარე "სოკარის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში, ან "გრინვეიში" ავტოინსპექტირების გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

CarBox-ში მოიცავს:

1. სოკარის სპეციალური ენერჯი ბარათი, რომელიც ბენზინსა და დიზელზე 20 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ 1 ლიტრზე ბარათის მფლობელს დაუგროვდება 3 თეთრი, ონლაინ შეძენის შემთხვევაში კი - 6 თეთრი. ფასდაკლება ვრცელდება გაზზეც, რომლის შეძენაც 10 თეთრით უფრო იაფადაა შესაძლებელი.

2. ამბოლისგან ტაქსები მიიღებენ 30% ფასდაკლების ვაუჩერს, რომლის გამოყენება შესაძლებელია სამუხრუჭე ზეთის შეძენისას. 3 ლიტრი ზეთის ყიდვისას carbox-ის მფლობელ ტაქსის ოპერატორებს კომპანია 1 ლიტრს აჩუქებს.

3. პაკეტში შედის ასევე 24-საათიანი სამრეცხაოს თვითმომსახურების ვაუჩერიც. ამ პაკეტის მფლობელ ტაქსის ოპერატორებს "გრინვოშში" შეეძლებათ მანქანა თავად გარეცხონ, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და ხანგრძლივობა.

CarBox-ის ასაღებად თბილისში მდებარე "სოკარის" ან "გრინვეის" სერვის-ცენტრში ტაქსის მძღოლმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ტექ-პასპორტი.