სპეციალისტები დოლარში უძრავი ქონების ფასების შემცირებას ვარაუდობენ

„თიბისი კაპიტალის“ კვლევით, .2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 11,9%-ით შემცირდა, ჯამური რაოდენობით, შემცირებული უძრავი ქონების მოცულობამ 11.4%-ი შეადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. ამასთან, ამავე პერიოდში უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით შემცირდა, ლარში კი პირიქით, 6,6%-ით გაიზარდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნიული,  მკვლევარები უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების შემცირებას ვარაუდობენ.

2019 წლის მესამე კვარტალში გაიყიდა 8 204 ბინა, 2018 წლის მესამე კვარტალში კი 9 314.