სტამბოლი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები განახლდა

11 თებერვლიდან Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს. მათი განმარტებით, სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა.

საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 37 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენები თითქმის 10-თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალური წესი აამოქმედა.