სტამბოლის გვირაბის მშენებლობის დეტალები ცნობილია

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლის გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ობიექტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. 

მშენებლობის საერთო ღირებულება 60.212 მილიონი ლირა. 

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩატარდება ტენდერი მშენებლობაზე, სადაც მონაწილეობის საშუალება უცხოელ კონტრაქტორებსაც ექნებათ.

სტამბოლის გვირაბი ბოსფორის ქვეშ გადის. წინასწარი მონაცემებით, გვირაბის საერთო სიგრძე  6.5 კილომეტრი იქნება. სტრუქტურას ექნება სამი დონე, ორი საგზაო მოძრაობისთვის და ერთი  რკინიგზისთვის. გვირაბი ქალაქის სამ მთავარ აეროპორტს შორის მაგისტრალებს დააკავშირებს.