სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მსხალგორი დააზარალა

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად ლაგოდეხის სოფლები: მსხალგორი, ბაისუბანი და კაბალი დააზიანა.  დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი.

მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც, დაზიანებულია ვენახები და ბოსტნეულის ბაღები, თუმცა დაზიანების მასშტაბზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

ლაგოდეხის მერიაში უქკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ვითარებას დღეს დილიდან ადგილზე შეისწავლის.

მოსახლეობა მომხდარის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.