StopCov ფონდის მოცულობა 17 მილიონ ლარს აღემატება

კორონავირუსთან საბრძოლველად ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილ ფონდში 17 086 146 ლარია აკუმულირებული.

StopCov.ge-ს მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ფონდში საკუთარი კონტრიბუცია სულ 68 კომპანიამ შეიტანა. 

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ფული ფიზიკურმა პირებმაც შეიტანეს.

იხილეთ პასუხისმგებლიანი კომპანიების სია, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად სამთავრობო ფონდში თანხები გაიღეს.