სუეცის არხის შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე სუეცის არხის შემოსავალი 2021 წელს 6,3 მლრდ დოლარს აჭარბებდა. 

გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი $5.72 მილიარდს უტოლდებოდა.

არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უსამა რაბიას თქმით, ასევე რეკორდულ ნიშნულზეა წლიური სუფთა ტონაჟი, რომელმაც 1,27 მლრდ ტონა შეადგინა, რაც 8,5%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.