სუეცის არხის წლიურმა შემოსავალმა $5.84 მილიარდს მიაღწია

ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე სუეცის არხის შემოსავალი 2020–2021 ფინანსურ წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე – $5.84 მილიარდამდე გაიზარდა.

გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი $5.72 მილიარდს უტოლდებოდა.

სუეცის არხის შემოსავალი 2021 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 10%–ით – $2.76 მილიარდიდან $3 მილიარდამდე გაიზარდა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. 20 ტონაზე მეტი ტვირთით დატვირთული კონტეინერმზიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია. რამდენიმედღიანი ოპერაციის შემდეგ, 29 მარტს გემის მეჩეჩიდან მოხსნა და სუეცის არხის გათავისუფლება შეძლეს. სუეცის არხის ადმინისტრაციამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა გემის კაპიტანს დააკისრა.