"სუფთა სახლის" მაღაზიები გაიხსნა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, „სუფთა სახლი“ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს.

„საკანონმდებლო მაცნეზე“ ატვირთული ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობის ვადაში ნებადართულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.

მთავრობის დადგენილება ძალაში გუშინ შევიდა.

„სუფთა სახლმა“ საქმიანობა 10 აპრილს შეაჩერა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა 6 ეტაპად გაიხსნება.