სურსათსა და ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები 113%-ით გაიზარდა

"თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 13-19 ივლისის პერიოდში 113%-ს გაუტოლდა (+44 წ/წ)), რაც მცირედი გაუმჯობესებაა წინა კვირასთან შედარებით.

სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით კატეგორიებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ იმავე პერიოდში 93% შეადგინა (წ/წ 42%).

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ინფორმაციით, მომხმარებლებმა შესაძლოა, მომდევნო წლებში სურსათის ბოლოდროინდელი ფასების მატებით გარკვეული შეღავათი მიიღონ.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად, სურსათზე ფასები შემცირდა.