ფერმერებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეუძლიათ

27 აპრილამდე დაშვებულია გამონაკლისები ყველა კატეგორიის ფერმერებისთვის (მცირე, საშუალო, დიდი) საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით! 

ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

თბილისის შემოგარენში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილებაზე ნებართვა უნდა იქნეს მიღებული 144 ცხელი ხაზის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ფერმერმა უნდა დარეკოს 144-ზე , ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზზე - 282828, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1501.

შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა მთელ ქვეყანაში 27 აპრილამდე აკრძალულია.

ფერმერებისთვის გამონაკლისი მთავრობამ  საგაზაფხულო აგროსამუშაოების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით დაუშვა.