თამბაქოს აქციზიდან საბიუჯეტო შემოსავლები გაორმაგებულია

თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან საბიუჯეტო შემოსავლები 2.3-ჯერაა გაზრდილი. ამის შესახებ ირკვევა ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებიდან. 2021 წლის იანვარ-თებერვალში თამბაქოს აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 45 172 866 ლარი, ხოლო 2020 წლის იანვარ-თებერვალში - 19 283 920 მლნ ლარი. 

2021 წლის 2 თვეში ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმის აქციზიდან 7 144 097 ლარის აკუმულირდა ბიუჯეტში. 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი, ადგილობრივი წაროების აქციზით დაბეგვრიდან მიღებული იყო 2 690 563 ლარი, 

იმპირტირებული თამბაქოდან ბიოუკეტში წელს პირველ 2 თვეში 38 028 769 ლარი შევიდა, ხოლო 2020 წლის იანვარ-თებერვალში 16 593 357 ლარი.

შარშან თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტმა ჯამში 792 მლნ ლარზე მეტი მიიღო.