TANAP-ის მილსადენით აზერბაიჯანმა აირის ტრანსპორტირების მოცულობა გაზარდა

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც 23,6%-ით მეტია ვიდრე წინა წელს. 

Tanap-ის მილსადენის ჩაშვებიდან, დღემდე თურქეთში 5,1 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატანა მოხდა. თურქეთში "შახდენიზის" აირის ტრანსპორტირება ხორციელდება. პირველად კი აღნიშნული მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) აირის ტრანსპორტირება 2007 წელს დაიწყო. თურქეთის მიმართულებით კომერციული აირის გადინება TANAP-ის მეშვებით, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.