ტარიფების მატება არ იგეგმება - დავით ნარმანია

ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

"ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მისი ცნობით, 2021 წელს ჯამში 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.