თბილისი-ბაქო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მატარებლის მიმოსვლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას სს „საქართველოს რკინიგზა“ აქვეყნებს.

თბილისი-ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლით გადაადგილება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდგომ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ სამგზავრო მატარებლების გადაადგილება საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის პანდემიის გამო გასული წლის მარტიდან შეჩერებულია.